საფრანგეთი აფრიკის განახლებადი ენერგიების განვითარებაში 2 მილიარდ ევროს დახარჯავს

GEORGIA CAPITAL-ი განახლებად ენერგიებში $36 მლნ-ის ინვესტიციას განახორციელებს

Georgia Capital-ი განახლებად ენერგიებში $36 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს.

როგორც GCAP-ის 2021 წლის ანგარიშიდან ირკვევა, ამ $1.1 მილიონი 2021 წელს უკვე გამოიყო მოლსადენებისა და ქარის ელექტროსადგურების პროექტის განვითარებისთვის. მომდევნო ორ-სამ წელში კი თბილისსა და კასპში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა განხორციელდება.

“გლობალური მასშტაბით კოვიდ პანდემიამ სხვადასხვა სექტორზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ამ ფონზე კი განახლებადი ენერგიები მსგავსი კრიზისის მიმართ განსაკუთრებული მოქნილობით გამოირჩეოდნენ. წიაღისეული ენერგიის გაზრდილი ფასებისა და გლობალურად შექმნილი გამოწვევების ფონზე ინვესტორები უფრო მეტად ინტერესდებიან განახლებად ენერგიებში თანხის ჩადებით. საქართველოში კი ამ სექტორშ დიდი პოტენციალი გამოვლინდა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ადგილობრივი მოთხოვნის 35% იმპორტითა და ქვეყანაში არსებული თბოელექტროსადგურების გამომუშავებით ივსება. განახლებადი ენერგიის მიმართულებით კაპიტალის გამოყოფით „ჯორჯია კაპიტალი“ ცდილობს გამოიყენოს მაღალი მარჟები და აშშ დოლართან დაკავშირებული ფულადი ნაკადები. მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში”,- წერია Georgia Capital-ის წლიურ ანგარიშში.

Leave a Reply

Menu Title