ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა რუსულ გაზზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს, რადგან რუსეთი აღარ არის სანდო პარტნიორი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა იოლი არ იქნება, თუმცა ევროკავშირს არ შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში ფულის გადარიცხვა რუსეთში, რუსეთის ღირებულებების გათვალისწინებით.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა შეამციროს დამოკიდებულება რუსულ გაზზე და რომ რუსეთი აღარ არის სანდო პარტნიორი.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის ადგილი უკრაინის გვერდითაა.

„ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი“, – აღნიშნა მან.

4 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეიცავს.

სანქციების ახალი პაკეტი ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, სადაც თითოეულ წევრ ქვეყანას ვეტოს უფლება აქვს.

Leave a Reply

Menu Title