ამერიკელი ექსპერტები „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაზე

გაზის საერთაშორისო კავშირმა „გაზპრომსა“ და „ნოვატეკს“ შეზღუდვები დაუწესა

გაზის საერთაშორისო კავშირმა (IGU), რომლის წევრებიც რუსეთის სახელით იყვნენ „გაზპრომი“ და „ნოვატეკი“, თავის საქმიანობაში რუსეთის სუბიექტების ყოველგვარი მონაწილეობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„გაზპრომი“ წლევანდელ კონგრესზე, რომელსაც კორეა მასპინძლობს, 137 მილიონი რუბლის დახარჯვას აპირებდა. „ნოვატეკი“ ასევე გეგმავდა სტენდის წარმოდგენას. IGU-ში შედის გაზის ინდუსტრიის 160 ასოციაცია და კორპორაცია, რომლებიც წარმოადგენენ გაზის მსოფლიო ბაზრის 95%-ზე მეტს.

Leave a Reply

Menu Title