ვიდეოკონფერენცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირის მიერ ნავთობის პოტენციურ აკრძალვაზეა ფოკუსირებული, გადაიდო, რადგან უნგრეთი აღნიშნული წინადადების დაბლოკვას აგრძელებს

ვიდეოკონფერენცია, რომელიც რუსეთიდან, ევროკავშირის მიერ ნავთობის პოტენციურ აკრძალვაზეა ფოკუსირებული და რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო, რადგან უნგრეთი აღნიშნული წინადადების დაბლოკვას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინაში ომის გამო რუსეთზე შემდგომი სანქციების დასაწესებლად, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შესთავაზა, რომ ექვს თვეში ნედლი ნავთობის იმპორტი შეეწყვიტათ.

როგორც Sky News-ი იუწყება, უნგრეთმა განაცხადა, რომ შემოთავაზებულ სანქციებს მხარს არ დაუჭერს და აღნიშნა, რომ ამას „ატომური ბომბის“ ეფექტი ექნება მის ეკონომიკაზე და მის „სტაბილურ ენერგომომარაგებას” გაანადგურებს.

Leave a Reply

Menu Title