ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ენერგორესურსებზე უკრაინის ომისგან გამოწვეული ფასების შოკი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს

რუსეთ-უკრაინის ომმა დიდი შოკი მოახდინა სასაქონლო ბაზრებზე, შეცვალა ვაჭრობის, წარმოებისა და მოხმარების გლობალური მოდელები ისე, რომ ფასები ისტორიულად მაღალ ნიშნულზე 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

ნავთობზე ფასების ზრდა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი იყო 1973 წლის ნავთობის კრიზისის შემდეგ. ფასების ზრდა სურსათზე, რომლის მსხვილი მწარმოებლები არიან რუსეთი და უკრაინა და სასუქების ფასი, რომელთა წარმოება ბუნებრივ გაზზეა დაფუძნებული, ყველაზე დიდი იყო 2008 წლის შემდეგ.

მსოფლიო ბანკის ცნობით, რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე ვაჭრობისა და წარმოების შეფერხების გამო, მოსალოდნელია, რომ Brent-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 2022 წელს იქნება საშუალოდ $100 ბარელზე, რაც მისი უმაღლესი დონეა 2013 წლის შემდეგ და 40 პროცენტზე მეტი ზრდა 2021 წელთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ ფასები ზომიერი – $92–მდე იქნება 2023 წელს. ბუნებრივი აირის ფასები (ევროპული) სავარაუდოდ ორჯერ მაღალი იქნება 2022 წელს, ვიდრე იყო 2021 წელს, ხოლო ნახშირი, სავარაუდოდ, 80%–ით გაძვირდება.

ხორბლის ფასი 40 პროცენტზე მეტით გაიზრდება, რაც წელს ნომინალური თვალსაზრისით ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს. ეს ზეწოლას მოახდენს განვითარებად ეკონომიკებზე, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ხორბლის იმპორტზე, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან.

ლითონის ფასები სავარაუდოდ გაიზრდება 16 პროცენტით 2022 წელს, 2023 წელს კი ფასებზე ზეწოლის შემსუბუქებაა მოსალოდნელი, მაგრამ მაინც მაღალ დონეზე დარჩება.

„სასაქონლო ბაზრები უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ზოგიერთ საქონელზე ფასები ნომინალური თვალსაზრისით ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს, – თქვა ჯონ ბაფესმა, მსოფლიო ბანკის პერსპექტივების ჯგუფის უფროსმა ეკონომისტმა. – ამას ექნება ხანგრძლივი დარტყმითი ეფექტი. შეტანის ფასების მკვეთრმა ზრდამ, როგორიცაა ენერგორესურსები და ბუნებრივი აირი, შეიძლება გამოიწვიოს საკვების წარმოების შემცირება, განსაკუთრებით განვითარებად ეკონომიკებში“.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title