უკრაინიდან და პოლონეთიდან ტრანზიტის შეფერხების ფონზე, ევროპაში გაზის ფასი ზრდას განაგრძობს

უკრაინიდან და პოლონეთიდან ტრანზიტის შეფერხების ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა.

დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივნისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 10%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 118,3 დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პოლონეთმა რუსულ კომპანია „გაზპრომს“ აუკრძალა მისი ტერიტორიის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება.

ერთი დღით ადრე კი, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების ოპერატორმა გამოაცხადა, რომ 11 მაისიდან, ფორსმაჟორული გარემოებების გამო, აჩერებს ევროპაში გაზის ტრანზიტს “სოჰრანივკას” სადგურის გავლით, რადგან კომპანია ლუგანსკის რეგიონში მდებარე “ნოვოპსკოვის” სასაზღვრო საკომპრესორო სადგურზე კონტროლს ვერ ახორციელებს.

Leave a Reply

Menu Title