საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

Bloomberg: გადარიცხვის რუბლებში განსახორციელებლად, რუსული გაზის უკვე 20 ევროპელმა იმპორტიორმა გახსნა ანგარიშები “გაზპრომბანკში”

რუსული გაზის უკვე 20-მა ევროპელმა მყიდველმა გახსნა ანგარიში “გაზპრომბანკში” ახალი სქემით მიწოდების საფასურის გადასახდელად. აღნიშნულის თაობაზე Bloomberg იუწყება.

გარდა ამისა, კიდევ 14 კლიენტმა მოითხოვა მათ გასახსნელად საჭირო საბუთების გაგზავნა. თუმცა, წყარო არ ასახელებს ხსენებული კომპანიების სახელებს.

ახალი სქემით 4 კომპანიისგან გადახდები უკვე მიღებულია. სხვა მყიდველებისგან ტრანზაქცია ამ თვის ბოლოს განხორხციელდება.

“გაზპრომბანკის” წარმომადგენლების განცხადებით, მოლაპარაკებები კომუნალურ კომპანიებსა და გაზპრომს (რუსეთის სახელმწიფო კონტროლირებადი გაზის მიმწოდებელს) შორის, გააქტიურდა, როგორც კი გადახდის ვადები მოახლოვდა.

Leave a Reply

Menu Title