„მჯერა უნდა გადავდგათ შემდეგი დიდი ნაბიჯი, შევწყვიტოთ რუსული ნავთობის ყიდვა – ნიდერლანდები მზადაა“

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ მოწოდება გააკეთა, რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ რუსული ნავთობის ყიდვა.

„მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ შემდეგი დიდი ნაბიჯი რაც შეიძლება მალე და შევწყვიტოთ რუსული ნავთობის ყიდვა. ნება მომეცით განვმარტო, რომ ნიდერლანდები მზადაა გადადგას ეს ნაბიჯი დაუყოვნებლად, ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად”, – განაცხადა რუტემ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საუბრისას.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უნგრეთი და ევროკავშირის რამდენიმე სხვა ქვეყანა ბლოკავს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროპული სანქციების მეექვსე პაკეტის მიღებას ნავთობის ემბარგოს შემოღებასთან შეუთანხმებლობის გამო.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply

Menu Title