“თალიბანს” რუსეთისგან ნავთობის და გაზის შესყიდვა სურს

“თალიბანის” მთავრობა რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას აპირებს – მას სურს მისგან გაზის და ნავთობის ყიდვა, ასევე, მზად არის, კონკრეტულ შეთანხმებებს მოაწეროს ხელი.

ამის შესახებ “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში მოსკოვში ავღანეთის საქმეთა ე.წ. რწმუნებულმა, ჯამალ ნასირ გარვალმა განაცხადა.

„ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ბიზნესისა და ფინანსების სფეროში. გადაწყვეტილი გვაქვს და ძალიან გვინდა რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, რომ ურთიერთობაში პროგრესი იყოს. რაც შეეხება კონკრეტულ სფეროებს, დაინტერესებულნი ვართ საწვავის, გაზის შეძენით, ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას უპირველეს ყოვლისა სჭირდება“, – თქვა გარვალმა და დასძინა, რომ “მზად ვართ, კონკრეტულ შეთანხმებებს მოვაწეროთ ხელი”.

გარდა ამისა, მისივე თქმით, რუსეთში “თალიბანის” მთავრობის ე.წ. დელეგაციის ვიზიტი იგეგმება.

Leave a Reply

Menu Title