რუსეთში ნავთობის მოპოვება შესაძლოა მინიმუმამდე დაეცეს

დასავლეთის სანქციების გამო რუსეთში ნავთობის მოპოვება შეიძლება 18-წლიან მინიმუმამდე დაეცეს. ივლისიდან ქვეყანაში ნავთობის მოპოვების შემცირებამ შესაძლოა 3 მილიონ ბარელს მიაღწიოს დღე/ღამეში. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”.

რუსეთის ნავთობის ექსპორტზე გამკაცრებული სანქციები, მათ შორის ევროკავშირის შესაძლო ემბარგო, დიდ ზარალს მიაყენებს რუსეთის ნავთობის მრეწველობას და საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში ნავთობის მოპოვების დაბალ დონეს ბოლო 18 წლის განმავლობაში. ამის შესახებ იტყობინება ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მაისის ანგარიშში.

ორგანიზაციის პროგნოზით, 2022 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება 9,6 მილიონ ბარელამდე შემცირდება, რაც 2004 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი დონე იქნება, ნათქვამია დოკუმენტში. 2021 წელს ქვეყანა ყოველდღიურად მოიპოვებდა დაახლოებით 10,9 მილიონ ბარელს.

აპრილის თვეში რუსეთში ნავთობის მოპოვება დღეში 900 000 ბარელით შემცირდა. „მარტში საკმაოდ სტაბილურ დონეზე შენარჩუნებული რუსული ნავთობის მოპოვება აპრილში დაეცა, რადგან ქვეყნის გადამამუშავებელი ქარხნები მცირე მოცულობებს ამუშავებდნენ ნავთობპროდუქტების ექსპორტის შენელებისა და დასავლეთის სანქციების ტალღით გამოწვეული შიდა მოთხოვნის შემცირების გამო“, – ნათქვამია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშში.

Leave a Reply

Menu Title