თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება

ფინეთმა რუსული ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა დაადასტურა

კომპანია Fingrid-მა, რომელიც აკონტროლებს ელექტრო ქსელს ფინეთში, დაადასტურა, რომ რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება შაბათს ღამით შეწყდა. ამის შესახებ, „ევროპული სიმართლე“ Helsingin Sanomat-ზე დაყრდნობით იუწყება.

RAO Nordic-მა, რუსულიც ენერგეტიკული კომპანია Inter RAO-ს შვილობილი კომპანია, განაცხადა, რომ 14 მაისიდან ელექტროენერგიას აღარ მიაწოდებს ფინეთს.

რეიმა პაივინენი, Fingrid-ის მთავარი ოპერაციული ოფიცერი, ამბობს, რომ RAO Nordic-ის მიერ მოხსენებული მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გადახდის სირთულეებია. რა დგას ამის უკან და უკავშირდება თუ არა ეს ნაბიჯი სანქციებს პეივინენი უფრო დეტალურად ვერ შეაფასებს.

Fingrid-ის თქმით, რუსული ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა მომხმარებლებს არაფრით არ ემუქრება. დაკარგული იმპორტი შეიძლება შეიცვალოს მეტი ელექტროენერგიის იმპორტით შვედეთიდან და ნაწილობრივ შიდა წარმოებით.

პეივინენის აზრით, მომხმარებელზე ზემოქმედება შეიძლება იყოს არაპირდაპირი.

„როდესაც სკანდინავიის ქვეყნების საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის მიწოდება მცირდება, ეს იწვევს საბითუმო ფასების უმნიშვნელო ზრდას“, – განაცხადა მან.

Leave a Reply

Menu Title