შოლცი მოუწოდებს შროდერს, დატოვოს Nord Stream 2 და სხვა რუსული კომპანიები

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შროდერმა უნდა დატოვოს რუსული კომპანიები. ამის შესახებ მან T-Online-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 14 მაისს გამოქვეყნდა.

შოლცის თქმით, ბოლოს მან შროდერი ფიცის დადების დროს ნახა.

“რადგან გერჰარდ შროდერმა დიდი სამსახური გაუწია ჩვენს ქვეყანას, როგორც კანცლერმა, იმედი მაქვს, რომ ის გადავა იმ გზიდან, რომელსაც ახლა ადგას. შრედერმა უნდა დათმოს თავისი უფლებამოსილება რუსულ კომპანიებში. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ყოფილი კანცლერის მიერ ასეთი უფლებამოსილების აღება არასწორი იყო. და როცა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომია, ამას საერთოდ გამართლება არ აქვს”, – განაცხადა მან.

შროდერი გერმანიის მთავრობის მეთაური 1998-2005 წლებში იყო. ის გერმანიის კანცლერობის დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მეგობრობდა.

2006 წელს შროდერი თავმჯდომარეობდა Nord Stream AG-ის აქციონერთა კომიტეტს, რომელიც მართავს რუსულ გაზსადენ Nord Stream-ს.

2016 წლიდან ყოფილი კანცლერი კომპანია Nord Stream 2-ს (ამავე სახელწოდების გაზსადენის მშენებლობის ოპერატორი) ხელმძღვანელობს. 2017 წლის სექტემბერში კი შროდერი როსნეფტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 2021 წლის ივნისში ის ხელახლა აირჩიეს ამ თანამდებობაზე.

Leave a Reply

Menu Title