თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

აპრილში ელექტროენერგიის გამომუშავება 36%-ით გაიზარდა

აპრილში ელექტროენერგიის გამომუშავება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ით 1.125 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. 10%-ით 1.1156 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა მოხმარებაც. ინფორმაციას ამის შესახებ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ესკო ავრცელებს.

გენერაცია ძირითადად ენგურჰესის ხარჯზე გაიზარდა. გასულ წელს აპრილის ბოლომდე ჰესს რეაბილიტაციის მიზნით ფუნქციონირება შეჩერებული ჰქონდა და მან მხოლოდ 24 მლნ კვტ/სთ-ის გამომუშავება შეძლო, წელს კი 10-ჯერ მეტი – 253 მლნ კვტ/სთ.

ჰესების გამომუშავება დადგმულ სიმძლავრესთან ერთად კლიმატურ პირობებზე და მდინარეების ჩამონადენზეცაა დაკავშირებული, რის გამოც ერთი და იგივე ჰესი სხვა და სხვა წელს სხვა და სხვა რაოდენობის ელექტროენერგიის გენერაციას ახდენს. ენგურის გამოკლებით მარეგულირებლიანმა ჰესებმა 2021 წლის აპრილში 124 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავეს, 2022 წლის აპრილში კი 143 მლნ კვტ/სთ. სეზონური ჰესების შესაბამისად 496 მლნ კვტ/სთ-დან 572 მლნ კვტ/სთ-მდე. 106 მლნ კვტ/სთ-დან 115 მლნ კვტ/სთ-მდე გაზრდილია მცირე ჰესების (13 მგვტ-მდე) წარმადობაც.

ჰესების გაზრდილმა გენერაციამ თბოსადგურების საჭიროება შეამცირა და მათი გამომუშავებაც 65 მლნ-დან 35 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა. ქარის სადგურის გამომუშავება 6.8 მლნ-დან 6.4 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა თუმცა ეს თითქმის არაფერს ცვლის.

გაზრდილმა გენერაციამ იმპორტის საჭიროება მკვეთრად 260 მლნ-დან 70 მლნ კვტ/სთ-მდე შეამცირა. აპრილში იმპორტირებული ელექტროენერგიიდან აზერბაიჯანის წილი 1 მლნ კვტ/სთ-ზე ნაკლები იყო, დანარჩენი კი მთლიანად რუსეთზე მოდიოდა.

ექსპორტის სეზონი სტანდარტულად მაისში იწყება და ჯერჯერობით შესადარებელი არაფერია. რაც შეეხება ტრანზიტს აპრილში საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე 139 მლნ კვტ/სთ გაატარა, 86 მლნ კვტ/სთ რუსეთიდან თურქეთში და 53 მლნ კვტ/სთ. გასული წლის აპრილში საქართველოს ტრანზიტული ელექტროენერგია არ გაუტარებია.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title