ნიკა შენგელია: სახელმწიფომ უნდა დაიბრუნოს კონტროლი ნავთობპროდუქტებზე!

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ კონკურენციის სააგენტოს მიერ წარმოადგინილი შუალედური ანგარიში შეაფასა. აღნიშნული დოკუმენტი საწვავის ბაზრის კვლევას ეხება:

“მოგეხსენებათ, პრემიერის დავალებაზე კონკურენციის სააგენტომ წარმოადგინა შუალედური ანგარიში. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს სტატისტიკურ მონაცემებს (ციფრებს) და შემოფარგლურია მცირე განმარტებებით. პირველივე აბზაცში სააგენტო აფიქსირებს, რომ „კონკურენციის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საცალო ბაზრის 60%-მდე უჭირავთ, საწვავზე ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ”, მაგრამ არ აზუსტებს, რომ იმ მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საცალო ბაზრის 60%-მდე უჭირავთ, ძირითადად არიან ის კომპანიები, რომლებიც “სოკარიდან” მარაგდებიან საწვავით.

“სოკარი” ამ კომპანიებს აწვდის საწვავს უკვე საზღვრამდე გაძვირებულს და საქართველოში შემოტანილს, რომელზეც უწესებს სარეალიზაციო საცალო ფასთა სხვაობას. აქედან გამომდინარე, თითქოს ამ კომპანიებს „საწვავზე ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ”, არასწორი დასკვნაა, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ ეს გაანგარიშება სააგენტომ საბირჟო მონაცემებიდან დაითვალა 2-3 თვის მოცემულობიდან გამომდინარე.

ფასთასხვაობა “სოკარზე” დამოკიდებული ორგანიზაციების მიმართითვლება კონკრეტული საწვავის შეძენის ანგარიფაქტურებიდან და სარეალიზაცი ოფასებიდან. იმ კომპანიებს, რომლებიც “სოკარიდან” იძენს უკვე საქართველოში შემოტანილ საწვავს, არ შეიძლება მიუყენოთ საბირჟო ფასიდან გაანგარიშება. მათთვის „საბირჟო” ფასი არის ის ფასი, რასაც “სოკარი” ან “სოკარის” “შვილობილი” კომპანიები უწერენ ანგარიშ ფაქტურებში.

ასევე არასწორია ერთიანორი, თუნდაც სამი თვის მონაცემებით ოპერირება. სამართლიანი არის მხოლოდ ერთი წლის შედეგების მონაცემებიდან საშუალო ციფრის გამოყვანა. წლის განმავლობაში არაერთხელ უწევთ გასამართ სადგურებს ფასთა სხვაობის შემცირება და ბუნებრივი დანაკარგების დაფარვა, რომელიც არც თუ ისე მცირეა, ვინაიდან ჩვენვ ცხოვრობთ ცხელი სამხრეთის პირობებში და ზაფხულში ეს დანაკარგები საკმაოდ მნიშვნელოვანია. საერთოდ კი, მიუღებელია ნებისმიერი ეკონომიური დასკვნა ნავთობპროდუქტებზე, თუ არ გაქვს ცოდნა ნავთობპროდუქტების ოპერაციებთან დაკავშირებით.

შუალედურ დასკვნაში ვკითხულობთ ასეთ წინადადებას: „როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, შუალედურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ გლობალურად საწვავის გაიაფებისა და ლარის გამყარების პარალელურად, საქართველოში მარტის ბოლოდან გაიაფებული საწვავის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა, რაც საწვავის ადგილობრივ ფასზე არ აისახა”.

მოდით ერთხელ და სამუდამოთ მოვფინოთ ნათელი შემდეგ ფაქტებს, რომელი ქვეყნების კომპანიები არიან საწვავის იმპორტიორები საქართველოში:

“სოკარი” -აზერბაიჯანისაა.

“ლუკოილ ჯორჯია” – გაერთიანებულია (საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანის ჯგუფში) და იმართება აზერბაიჯანიდან.

“რომპეტროლი” -100%-ით შვილობილი კომპანია ყაზახეთის სახელმწიფო კომპანის “ყაზმუნაიგაზის”, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა აზერბაიჯანში და “სოკართან” ახორციალებს ნავთობთან დაკავშირებულ ერთობლივ პროექტებს.

ვინ შემოიტანა რუსეთიდან? რომელი პროდუქტი, რა ხარისხის, რა მარკის? რ არაოდენობა? რომელ ქსელში იყიდებოდა? ეს არის ჰაერში ნასროლი სიტყვები, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული.

ამ სამ კომპანიას რუსეთიდან არაფერი შემოუტანიათ. ბაზარზე მაღალი ფასები კი სწორედ მათ უჭირავთ. თუ იმ რაოდენობაზე არის საუბარი, რაც რუსეთიდან შემოიტანა კომპანია „სენტამ”? შეუძლებელია, რომ მათ ბაზრის ფასებზე დემპინგი განეხორციელებინა, ვინაიდან არ გააჩნიათ საცალო ქსელი. ასევე არ გამოვრიცხავთ ბაზარზე მცირე რაოდენობის რუსული საწვავი სხვა კომპანიამაც შემოიტანა, ისეთივემ, რომელსაც არ გააჩნია საცალო რეალიზაციის ქსელი.

კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში ასევე ვკითხულობთ: „საანგარიშო პერიოდში, მცირე და მსხვილ ქსელებში, ფასთასხვაობა, იგივე მარკის და ხშირად იგივე ქვეყნიდან იმპორტირებულ საწვავზე, 30-60 თეთრი დაფიქსირდა. მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ რიგ მსხვილ კომპანიებს მაღალი მარჟა საშუალებას აძლევდა საცალო ქსელში უფრო დაბალი ფასი ჰქონოდათ, ჩართულიყვნენ აქტიურ კონკურენციაში და საბაზრო წილი გაეზარდათ”.

რომელ აქტიურ კონკურენციაზე არის აქ საუბარი? კონკურენცია ეს არის ბრძოლა ეკონომიური სუბიექტების შორის, როდესაც არსებობს ერთნაირი თანაბარი წესები ყველა მონაწილეებისთვის -შეჯიბრებათობა.

ჩადით აზერბაიჯანში, მოგყიდიან იქ ქარხნიდან საწვავს პირდაპირი კონტრაქტით? -რა თქმა უნდა, არა! მხოლოდ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს” აქვს ექსკლუზივი და სააგენტო ამაზე გვეუბნება, რომ ეს არის თანაბარი პირობები?

საქართველოში დღეს ჩვენ გვაქვს საქმე უკვე ჩამოყალიბებულ, არასრულყოფილ კონკურენციასთან, სადაც”სოკარს”გააჩნია უნარი აკონტროლოს და უკარნახოს სხვა სუბიექტებს ბაზარზე არსებულ საქონელზე სარეალიზაციო ფასები, რასაც იგი წარმატებით აკეთებს.

შუალედურ დასკვნაში ასევე ვკითხულობთ: „მაგალითად, რუმინეთში და ბულგარეთში, საიდანაც ხდება საქართველოში საწვავის იმპორტი 2022 წლის პერიოდში საცალო ფასები გაიზარდა 20-26 ცენტით. დაახლოებით, იგივე ზრდა ფიქსირდება, რაც საქართველოში, თუმცა აპრილში 5-8 ცენტით შემცირდა მაშინ, როცა საქართველოში მაისიდან დაფიქსირდა 4-10-თეთრიანი კლება საწვავის”

რუმინეთსა და ბულგარეთში საცალო ქსელის ფასები რომ მოიყვანა სააგენტომ მაგალითის სახით, უნდა განემარტა, რომ იქ გასამართ სადგურებზე იყიდება ევრო-5 და ევრო-6 ჩვენთან კი “სოკარის” საწვავი ევრო-4-ის პარამეტრებსაც არ აკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, ეს გაანგარიშებები და ციფრები მეტყველებს, რომ კარგად ვერ ერკვევიან ნავთობპროდუქტების სექტორში.

პრემიერის დავალება საჭიროებს ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს და არა მონოპოლისტ „სოკარის” ინტერესებს.

ცნობისთვის, სააგენტომ საწვავის ბაზრის მონიტორინგი პრემიერის დავალებით დაიწყო. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს საწვავის ფასებთან დაკავშირებით კომპანიებთან შეხვედრა დაავალა. როგორც ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას მოლოდინი აქვს, რომ ქვეყანაში საწვავი გაიაფდება.

ახლა რაც შეეხება კომპანიებთან შეხვედრას!

ჩვენი მთავრობა შესძლებს პრობლემა გადაწყვიტოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნება გამოყენებული პროფესიონალური კადრების ცოდნა. კომერციული სტრუქტურის მეპატრონეების ბიზნეს მიდგომა მაინც საბოლოო ჯამში ყოველთვის მიკერძოებულია. მხოლოდ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კადრების გამოყენება მოიტანს სასურველ შედეგს.

რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოქალაქისათვის, ფერმერისათვის, გლეხისათვის ახლა საიდან შემოდის საწვავი? ფაქტი ერთია, რომ ბაზარზე ფასები არ იკლებს და დიდი ქსელების მეპატრონეები მიერთებულები არიან „სოკარის” მხრიდან საწვავზე ფასწარმოქმნის მექანიზმს. კონკურენცის სააგენტოს დასკვნა ვერაფერს შეცვლის გარდა იმისა, რომ დაუწესებს ჯარიმებს. ეს ადრეც ვნახეთ, 2015 წელს და შეიცვალა რამე? გაიაფდა საწვავი? სწორედ დაჯარიმების ფონის შექმნისათვის არის სააგენტოს დასკვნა გამოქვეყნებული,მეტიმიზანიდადანიშნულებამასარააქვს.

ჩვენთვის, მოქალაქეებისათვის კი აუცილებელია ვიცოდეთ აქვს თუ არა სახელმწიფოს ძალა და უნარი, რომ ამ სექტორში შეცვალოს სიტუაცია. ფაქტი გვაქვს ერთი – არ სრულდება 2015 წლის N1044 პრემიერის განკარგულება და მეორე ის, რომ საფუძვლიანად არავინ არკვევს იმ საკითხს რატომ არის უკვე ფასის აწვავზე მომატებული (ამის შესახებ, ჩვენ საკმარისი კვლევა წარმოვადგინეთ რამდენიმე დღის წინ).

ბაზრისთავის უფლება და სახელმწიფო რეგულირება – სწორედ ეს ორი პრინციპია, რომელიც უნდა აირჩიოს ხელისუფლებამ ნავთობ პროდუქტების დარგის მიმართ .სახელმწიფომ უნდა დაიბრუნოს კონტროლი ნავთობ პროდუქტებზე!

Leave a Reply

Menu Title