ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

ირანის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან 60%-ით გაიზარდა

ირანის შემოსავალი მიღებული ენერგომატარებლების ექსპორტიდან ირანული წლის პირველ ორ თვეში (21 მარტიდან 21 მაისამდე) გაიზარდა 60%-ით გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ირანის ნავთობის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ჩინოვნიკმა არ დაასახელა შემოსავლების მკვეთრი ზრდის მიზეზები, მაგრამ ნავთობის ფასი გასულ წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა უკრაინის კრიზისისა და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის  გლობალური აღდგენის გამო.

ირანის მთავრობა აცხადებს, რომ ის აგრძელებს ნავთობის ექსპორტს აშშ-ის სანქციების მიუხედავად, რომლებიც 2018 წელს ხელახლა დაწესდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გავიდა შეთანხმებიდან ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

Leave a Reply

Menu Title