ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: სანქციების მეშვიდე პაკეტი რუსულ გაზზე ემბარგოს უნდა ითვალისწინებდეს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე მუშაობა უნდა დაიწყოს და ის რუსული გაზის იმპორტზე ემბარგოს უნდა მოიცავდეს.

„ყველა მომდევნო სანქციები უფრო რთული იქნება. ვფიქრობ, რომ გაზი მეშვიდე პაკეტში უნდა იყოს, მაგრამ რეალისტი ვარ. არა მგონია, რომ ეს მოხდეს“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.

მან რუსული ნავთობის აკრძალვასთან დაკავშირებით გუშინ მიღებული გადაწყვეტილება „სამართლიან კომპრომისად” შეაფასა.

„ეს იყო საუკეთესო, რაც შეგვეძლო მიგვეღო. გუშინ მე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით. ასე რომ, რაც განვახორციელეთ, პოზიტიური იყო“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.

Leave a Reply

Menu Title