ბიტკოინის მაინერები დაგროვილი მონეტების გაყიდვას იწყებენ

ბიტკოინის მაინერები მზარდი ხარჯების დასაფარად დაგროვილი კრიპტოვალუტის გაყიდვას იწყებენ. ეს იმ ფონზე, რომ ინდუსტრიის ზრდა შენელდა, ხოლო უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი, რომელიც ბოლო დროს მნიშვნელოვნად დაეცა, აღდგენის ნიშნებს არ აჩვენებს.

მაინერებმა მაისში დაახლოებით 195,663 მონეტა გაიტანეს ბირჟებზე, რაც იანვრის შემდეგ ყველაზე დიდ ყოველთვიურ ზრდას წარმოადგენს. მაისში ბიტკოინის საშუალო ფასზე დაყრდნობით ბირჟებზე გატანილი მონეტების მთლიანი ღირებულება დაახლოებით $6.3 მილიარდს შეადგენდა.

ეს მიუთითებს, რომ კომპანიებს შესაძლოა, დიდი რაოდენობით მონეტები, რომლებსაც აქამდე საფულეებში ინახავდნენ, ბირჟებზე გასაყიდად გააქვთ. თუმცა, ბირჟებზე გატანილი კრიპტოვალუტის რაოდენობა აუცილებლად არ ნიშნავს გასაყიდად გამოტანილი კრიპტოს რაოდენობას, რადგან შესაძლოა ზოგიერთი მაინერი სხვა მიზნით ახორციელებდეს ტრანზაქციებს.

მაინერების სია, რომლებსაც კრიპტოვალუტა გასაყიდად გამოაქვთ, მოიცავს საჯაროდ მოვაჭრე მაინერებსაც, როგორიცაა Riot Blockchain-ი. კომპანია აქამდე ბიტკოინს იმ გათვლით ინახავდა, რომ ფასი ზრდას განაგრძობდა. ის წარმოადგენს შუამავალს, რომელიც ემსახურება ადამიანებს, ვისაც კრიპტო ბაზარზე შესვლა სურთ, თუმცა უშუალოდ მონეტების ფლობა არა. უფრო პატარა მაინერები, რომლებსაც დიდი ლიკვიდაცია ემუქრებათ, ასევე ყიდიან დაგროვილ ბიტკოინებს. შეგახსენებთ, მონეტის ფასი მიმდინარე წელს 35%-ით დაეცა.

კრიპტო მაინინგის კომპანია CleanSpark-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის მეთიუ შულცის თქმით, მცირე მაინერების ტალღას, რომლებიც აღმავალ ბაზარზე შემოვიდნენ და ფსონები ბიტკოინის ფასის ზრდაზე დადეს, ახლა მოპოვებული მონეტების ლიკვიდაცია ემუქრებათ.

Cathedra Bitcoin-ს, რომელიც მცირე მაინერია, მთელი ქონების გაყიდვა მოუწია, რათა მაინინგის ოპერაცია შეენარჩუნებინა.

მიმდინარე წელს ასევე მძიმედ დაზარალდა საჯაროდ მოვაჭრე კრიპტო მაინერების აქციები. Riot-ის აქციების ფასი დეკემბრის შემდეგ 72%-ით შემცირდა, ანალოგიური ვარდნა განიცადა Marathon Digital Holdings-მაც.

წყარო: businessformula.ge

Leave a Reply

Menu Title