Reuters: რუსული ქვანახშირის ჩასანაცვლებლად, ევროპის ქვეყნებმა მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში, სამხრეთ აფრიკიდან 40%-ით მეტი ქვანახშირი შეიტანეს, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში

ევროპულმა ქვეყნებმა, რომლებიც რუსული ქვანახშირის ალტერნატივის უზრუნველყოფას ცდილობენ, ამ წლის პირველ ხუთ თვეში, სამხრეთ აფრიკის მთავარი საექსპორტო ცენტრიდან 40%-ით მეტი ქვანახშირი შეიტანეს, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, Richards Bay Coal Terminal-მა (RBCT) ევროპის ქვეყნებს 3,240,752 ტონა ქვანახშირი მიაწოდა, რაც ამ ტერმინალის ჯამური ექსპორტის 15%-ია. ეს მაჩვენებელი მთელი 2021 წლის ექსპორტს მაჩვენებელს (2,321,190 ტონა ექსპორტირებული ქვანახშირი ევროპულ ქვეყნებში, ჯამური ექსპორტის 4%) მკვეთრად ჭარბობს.

Leave a Reply

Menu Title