რუსთავის წყლის ტარიფების დადგენის საფუძველი არის მოქმედი მეთოდოლოგია

რუსთავის წყლის ტარიფების დადგენის საფუძველი არის მოქმედი მეთოდოლოგია

სემეკ-ის წევრმა, გოჩა შონიამ კომპანია “რუსთავის წყლის” აბონენტთა ნაწილის წყლის ტარიფის შემცირების მიზეზები განმარტა.

როგორც გოჩა შონიამ სემეკი-ს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, კომპანია “რუსთავის წყალმა” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას სატარიფო განაცხადით მიმდინარე წლის ივნისში მიმართა. შონიას თქმით, სემეკი ვალდებულოა, რომ გადახედოს ამ სატარიფო განაცხადს. კომისიამ შეისწავლა და აპარატმა წარმოადგინა თავისი დადგენილება და სემეკმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

“ტარიფების დადგენის საფუძველი ეს არის მოქმედი მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც მოხდა ამ კომპანიის ხარჯების სრული აუდიტი. სრული აუდიტისას გამოჩნდა რეალურად ის ხარჯები, რაც დღეს დეპარტამენტმა წარმოადგინა. აღმოჩნდა, რომ შედარებით უფრო ნაკლები ხარჯებია გასაწევი, ვიდრე ეს კომპანიას ჰქონდა გათვალისწინებული მოქმედ ტარიფში. ყოველივე ამან გამოიწვია ის, რომ ტარიფი შემცირდა, განსაკუთრებით ეს შეეხებოდა ელექტროენერგიის ხარჯს წყლის მოპოვებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გოჩა შონიამ.

მისივე თქმით, წყლის ტარიფი არ შემცირებია გამრიცხველიანებულ მომხმარებელს, შეუმცირდა მრიცხველის არ მქონე და კომერციულ აბონენტებს. მისივე თქმით, სემეკის მიერ დღეს დადგენილი ტარიფი ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება.

Leave a Reply

Menu Title