გერმანიას რეცესია ემუქრება, თუ რუსული გაზის მიწოდება მთლიანად შეჩერდება

გერმანიის მრეწველობის ფედერაციის (BDI) შეფასებით, გერმანიას რეცესია ემუქრება, თუ რუსული გაზის ისედაც არასტაბილური მიწოდება მთლიანად შეჩერდება.

BDI-მ 2022 წლისთვის გერმანიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.5%-მდე შეამცირა, თუმცა უკრაინაში ომის დაწყებამდე ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-ს შეადგენდა.

გერმანიის მრეწველობის ფედერაციის განცხადებით, რუსული გაზის მიწოდების შეჩერება ევროპის უდიდეს ეკონომიკაში რეცესიას გარდაუვალს გახდის.

რუსული გაზი ევროპას კვლავ უკრაინის გავლით მიეწოდება, თუმცა შემცირებული ტემპით, ხოლო Nord Stream 1-ის მილსადენი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარშრუტია გერმანიისათვის გაზის მიწოდების კუთხით, მხოლოდ 40%-იანი სიმძლავრით მუშაობს, რაც მოსკოვის განცხადებით, იმის გამო ხდება, რომ დასავლეთის სანქციები მილსადენის სარემონტო სამუშაოებს აფერხებს. ევროპა აცხადებს, რომ რუსეთი აღნიშნულს გაზის ნაკადის შემცირების საბაბად იყენებს.

Leave a Reply

Menu Title