ნავთობის ფასის სამომავლო ტენდენციები ბუნდოვანია

ყირიმის ნავთობმომპოვებელ პლატფორმაზე გაჩენილი ხანძარი ჭაბურღილს მიუახლოვდა

„ჩერნომორნეფტეგაზის“ ნავთობმომპოვებელ პლატფორმაზე გაჩენილი ხანძარი ჭაბურღილს მიუახლოვდა. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხელისუფლება მანამდე იტყობინებოდა, რომ პლატფორმაზე დარტყმა განახორციელეს უკრაინის ჯარებმა. ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ განუცხადა სენატორმა ყირიმიდან, ოლგა კოვიტიდიმ.

მან ასევე თქვა, რომ შვიდი ადამიანი ჯერაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათი ძებნა გრძელდება.

გუშინ ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა თქვა, რომ უკრაინის ჯარებმა დარტყმა მიაყენეს „ჩერნომორნეფტეგაზის“ სამ საბურღ პლატფორმას. მისი თქმით, მათზე საერთო ჯამში იმყოფებოდა 109 ადამიანი, ხუთი დაიჭრა, შვიდი კი დაკარგულია. პლატფორმებზე ნავთობის მოპოვება შეწყვეტილია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

უკრაინის მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია საბურღ პლატფორმებზე დარტყმების თაობაზე.

რუსეთმა 2014 წელს ჩაიგდო ხელში უკრაინული პლატფორმები, რომლებიც შავ ზღვაში მდებარეობს – ოდესიდან 100 კილომეტრზე და ყირიმიდან 150 კილომეტრზე. ისინი ასევე ზღვაში ვითარების სამეთვალყურეოდ გამოიყენებოდა რადიოტექნიკური დაზვერვის მეშვეობით.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply

Menu Title