რუსეთში, როსტოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

რუსეთში, როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი ადგილობრივი დროით 9:25 საათზე გაჩნდა და 50 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

Leave a Reply

Menu Title