სავალუტო ფონდი ერაყს 5,4 მილიარდს გამოუყოფს

რუსეთი ერაყს აზიის სანავთობო ბაზრიდან აძევებს

რუსეთის ენერგორესურსებზე დიდი ფასდაკლებების გამო, აზიელმა იმპორტიორებმა დაიწყეს რუსეთისთვის უპირატესობის მინიჭება, რითაც შეასუსტეს ერაყის საბაზრო პოზიცია. ერაყის ნავთობის ძირითადი მყიდველები ტრადიციულად ჩინეთი და ინდოეთი იყვნენ, რომლებმაც გაზარდეს რესურსის მიწოდებები რუსეთიდან, Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიოთა კავშირი”.

Bloomberg-ის ინფორმაციით, დღეისათვის ერაყი განიხილავს იმპორტიორებთან ფასდაკლებებს, რათა მოხდეს ერაყული რესურსების მიმზიდველობის გაზრდა. ერაყის მიერ საბაზრო პოზიციების დაკარგვის კიდევ ერთ ფაქტორად განიხილება ქვეყნის მიერ ექსპორტირებული ნავთობის თავისებურება, რომლიდანაც უფრო რთულია ბენზინის ან დიზელის საწვავის წარმოება, ვიდრე რუსული ნედლეულისგან.

იმისდა მიუხედავად, რომ ერაყი კვლავ რჩება ინდოეთში ნავთობის უმსხვილეს ექსპორტიორად, რუსეთმა საგრძნობლად გაზარდა თავისი ექსპორტის მოცულობა ინდოეთის მიმართულებით (აპრილის თვის 277 ათასი ბარელიდან/დღეში 819 ათასამდე მაისის თვეში), რამაც ის ინდოეთში მეორე მსხვილ მიმწოდებლად აქცია.

რუსული ნავთობის იმპორტი ჩინეთში მიმდინარე წლის მაისის თვეში 55%-ით გაიზარდა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო თვის მაჩვენებლის მიხედვით ნედლეულის მიწოდებამ რეკორდულ დონეს მიაღწია. შედეგად, რუსეთი პირველ ადგილზე გავიდა ჩინეთში ნედლეულის მიწოდების მხრივ და გაუსწრო საუდის არაბეთს.

Leave a Reply

Menu Title