მზის ენერგიის სადგური წელიწადში 6 ათას ჩიტს ანადგურებს

„მზის ელექტროსადგურებზე გაზრდილ მოთხოვნას მიწოდება ვერ ეწევა“

მზის ელექტროსადგურების პროექტების განმახორციელებელი კომპანია  Helios energy Georgia- ს დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში მზის ენერგიაზე მოთხოვნა დაახლოებით სამჯერ გაიზარდა. მისივე თქმით, მომხმარებლებს აქვთ განცდა იმისა, რომ ენერგომატარებლებზე ფასი იზრდება, შესაბამისად დადგმულ სიმძლავრეებზე მოთხოვნის ზრდა კვლავ მოსალოდნელია.

„მზის ენერგიაზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას, ეს  საქართველოზე არ ასახულა, ყოველ შემთხვევაში ომის გამო ჩვენთან მოთხოვნა იმაზე მეტად არ გაზრდილა, რაც  იყო. ზოგადად, მომხმარებლებს აქვთ განცდა, რომ ენერგომატარებლების  ღირებულება ყველგან ძვირდება,  აქედან  გამომდინარე  ყველას  სურს, რომ საკუთარი გენერაციის წყაროების შექმნაზე იზრუნოს, ეს მოცემულობა დაახლოებით ერთი წელია გრძელდება და ამას ჩვენც ვგრძნობთ. გარდა ამისა, ამ ტექნოლოგიის მიმართ იზრდება მომხმარებლის ნდობაც“, –  ამბობს თორნიკე დარჯანია.

 დარჯანიას თქმით, რუსეთ-უკრაინის  ომმა განაპირობა ის ფაქტორი, რომ ევროპაში მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა დაახლოებით 5 ჯერ გაიზარდა, შესაბამისად, ნაწილებზე შეიქმნა დეფიციტი და მიწოდება მოთხოვნას ვეღარ ეწევა. დარჯანია აქვე  აღნიშნავს, რომ შექმნილმა დეფიციტმა საბოლოო პროდუქტზე ფასის ზრდაც გამოიწვია.

„ომმა განაპირობა  ის, რომ  ჩვენთან  არა,  მაგრამ  ევროპაში გაოთხმაგდა  მოთხვნა, იქ ძალიან დიდი მოთხოვნაა მთელ რიგ კომპონენტებზე,  სხვადასხვა მასალებზე, ფერად ლითონზე და ა.შ. , შესაბამისად, მიწოდება მოთხოვნას ვეღარ ეწევა და შეიქმნა გარკვეული ნაწილების დეფიციტიც.

ჩვენ  ზოგადად  პრობლემას გვიქმნის  ის რომ, მაგალითად, დღეს გარდამქმნელები არ გვაქვს, კონკრეტული მოდელები არ  არის. ასევე  ბაზარზე კაბელების, სხვადასხვა მაკომპლექტებლის სერიოზული დეფიციტია. დეფიციტის გამო გაზრდილია ფასებიც. მაგალითად კაბელებში გვაქვს 20%-იანი მატება, გაიზარდა სამონტაჟო მასალების, კონსტრუქციების, ფერადი ლითონის ფასიც, ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, ევროპის ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნა ჩვენზეც აისახება და პროდუქტს გვიძვირებს“, –  ამბობს თორნიკე დარჯანია.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title