GREDA-მ განახლებადი ენერგიის სადგურებისთვის ახალი კანონპროექტი მოამზადა

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში” განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენციას მასპინძლობს.

კონფერენცია აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნეს.
ღონისძიებას ენერგეტიკის სექტორის დაინტერესებული მხარეები – დეველოპერები, ინვესტორები, სამთავრობო უწყებები, საელჩოები, საერთაშორისო და ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
კონფრერენციაზე GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა:
„კანონპროექტზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შინაარსი დიდწილად ეფუძნება ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგიის დირექტორატის (NVE) მიერ განხორციელებულ კვლევას, რომლის თანახმად, განახლებადი ენერგიის სადგურების მშენებლობისას არსებული სოციალური საკითხების დარეგულირების ერთ-ერთი წარმატებული მექანიზმი სწორედ ქონების გადასახადის ადგილობრივ თემებში გადანაწილება შეიძლება, იყოს.
მსგავსი კანონის არსებობის შემთხვევაში ჩვენ ასევე მივიღებთ მეტად პროგნოზირებად და სტაბილურ საინვესტიციო გარემოს, რაც დადებითად აისახება, მათ შორის, სექტორში უცხოეური ინვესტიციების მოზიდვაზე”, – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

 

Leave a Reply

Menu Title