ბიტკოინის ფასი $20,000-იან ნიშნულს ისევ ჩამოსცდა

ერთკვირიანი სტაბილურობის შემდეგ, მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული მონეტა კიდევ 1.8%-ით, $19,991-მდე დაეცა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები.

ბიტკოინის შედარებით სტაბილურმა ვაჭრობამ, $17,560-იან ნიშნულზე ჩამოსვლის შემდეგ, ანალიტიკოსებში ოპტიმიზმის საფუძველი გააჩინა, რომ მძიმედ დაზარალებული კრიპტო ბაზარი აღდგენას დაიწყებდა. თუმცა, სექტორი ცენტრალური ბანკების მიერ ლიკვიდურობის შემცირებისთვის გაწეული ძალისხმევის ფონზე, ზეწოლის ქვეშ რჩება. ამასთან, ინვესტორების განწყობაზე მოქმედებს მაღალი დონის კრიპტო რყევები, რომელსაც ბოლო დროს სერიული სახე ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Leave a Reply

Menu Title