სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების იმპორტი გაიზარდა

სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების იმპორტი გაიზარდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით,  2022 წლის მაისის თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 10.6 ათასი ტონა, რაც 5.3 ათასი ტონით ანუ 100%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (5,3 ათასი ტონა) შედარებით და 0,5 ათასი ტონით ანუ 4,5%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (11,1 ათასი ტონა) შედარებით.

2022 წლის მაისში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 10,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 99,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: ერაყი – 0,1 ათასი ტონა (0,9%).

2022 წლის მაისის თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 4,7 ათასი ტონა, რაც 1.4 ათასი ტონით ანუ 42,4%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (3,3 ათასი ტონა) შედარებით და 0,9 ათასი ტონით ანუ 23,7%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (3,8  ათასი ტონა) შედარებით.

2022 წლის მაისის თვეში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,8% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

Leave a Reply

Menu Title