“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სათავო ოფისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან ოფიციალური პირები ეწვივნენ

“საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის” სათავო ოფისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი სვენია შულცე, პარლამენტის წევრები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს და KfW-ს განვითარების ბანკის წარმომადგენლები ეწვივნენ.
შეხვედრაზე იმსჯელეს რეგიონში არსებული ენერგეტიკული უსაფრთხოების, საინვესტიციო პოლიტიკის, განახლებადი ენერგიების და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს რეგიონულ ჰაბად ქცევისა და ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის გზებზე.
ენერგოკომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის მრჩეველი ფინანსურ საკითხებში, ომარ ოგბაიძე დაესწრო.

Leave a Reply

Menu Title