„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

„გაზპრომის“ აქციების ფასი 30%-ზე მეტით დაეცა – მიზეზი დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებაა

მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობისას სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ აქციები 30%-ზე მეტით დაეცა. The Insider-ის ცნობით, შემცირების მიზეზი გაზის მონოპოლიის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება გახდა, რომ 2021 წლისთვის დივიდენდები არ გადაეხადათ.

ვაჭრობის გახსნაზე „გაზპრომის“ აქციები თითო აქციაზე 300 რუბლით ივაჭრებოდა. დივიდენდების გადახდაზე უარის შესახებ ცნობილი გახდა დაახლოებით 11:46 საათზე, რომლის შედემდეგაც აქციების დაეცა 207,69 რუბლამდე (30%-ზე მეტით).

„კრებამ არ მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის 2021 წლის მოგებისა და დივიდენდების განაწილების შესახებ“, – ნათქვამია რუსეთის სახელმწიფო კომპანიის განცხადებაში.

ამავდროულად, „გაზპრომმა“ არ თქვა უარი ანაზღაურების გადახდაზე უმაღლესი მენეჯმენტისთვის.

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაზპრომის დირექტორთა საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრებს, რომლებსაც არ უკავიათ საჯარო თანამდებობები და საჯარო სამსახურის თანამდებობები, დირექტორთა საბჭოს მიერ რეკომენდებული ოდენობით ანაზღაურების გადახდაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ანაზღაურების ოდენობა მითითებული არ არის.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply

Menu Title