ორბანი რუსული გაზის ემბარგოს მხარს არ დაუჭერს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხდა, რომ სამომავლოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ მხოლოდ იმ სანქციებს დაუჭერს მხარს, რომლებიც „უნგრეთის ენერგოპოლიტიკისთვის მომაკვდინებელი არ იქნება“. ამის შესახებ Bloomberg წერს.

ორბანმა აღნიშნა, რომ მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის მიერ, რუსულ გაზთან დაკავშირებულ ნებისმიერ სანქციას, თუმცა „დინების საწინააღმდეგოდ“ სხვა საკითხებთან დაკავშირებით არ წავა.

ამასთან, უნგრეთი რუსეთთან ერთად ავითარებს ენერგოპროექტს და პაკშში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში მონაწილეობას გეგმავს, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერში დაიწყება.

Leave a Reply

Menu Title