უკრაინაში ქვანახშირის დეფიციტია

ინდოეთმა რუსული ქვანახშირი ჩინური იუანით იყიდა

ცემენტის უმსხვილესმა ინდურმა მწარმოებელმა UltraTech Cement-მა რუსეთს ნახშირის საფასური იუანებში (ჩინეთის ვალუტა) გადაუხადა, იუწყება Reuters.

სააგენტოს მიერ განხილული საბაჟო დოკუმენტების მიხედვით, კომპანიამ რუსული მწარმოებლის SUEK-ისგან 157 000 ტონა ნახშირი იყიდა და მიაწოდა ინდოეთს. ტვირთის ღირებულება შეფასებულია 172 652 900 იუანად (25,81 მილიონი დოლარი).

სააგენტოს წყაროს თქმით, გაყიდვა მოაწყო SUEK-ის დუბაიში დაფუძნებულმა სამმართველომ. მათივე თქმით, არსებობენ სხვა კომპანიებიც, რომლებმაც შეკვეთები გასცეს რუსული ქვანახშირის იუანში შესაძენად.

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩემი კარიერის ბოლო 25 წლის განმავლობაში, მე არასოდეს მსმენია, რომ რომელიმე ინდური ორგანიზაცია გადაიხადოს იუანებში საერთაშორისო ვაჭრობისთვის. ეს ძირითადად ამერიკული დოლარის გვერდის ავლაა“, – თქვა სინგაპურის ვალუტის მოვაჭრემ, რომლის სიტყვებსაც ციტირებს Reuters-ი.

ექსპერტები ამბობენ, რომ რუსული წიაღისეულისა და სხვა რესურსების გადახდა იუანში შეიძლება გახდეს ჩვეულებრივი პრაქტიკა მათთვის, ვისაც არ სურს ან არ შეუძლია დოლარის გამოყენება.

ეს მოსკოვს დაეხმარება გვერდი აუაროს დასავლეთის სანქციებს, რომლებიც დაწესდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ასევე, ეს პრაქტიკა დაეხმარება პეკინს, რომ იუანი გახდეს ერთ-ერთი მსოფლიო ვალუტაში, რაც შეასუსტებს დოლარის დომინირებას მსოფლიო ვაჭრობაში.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply

Menu Title