ჩინეთი, გერმანია, იტალია – რომელი ქვეყნები აგრძელებენ რუსული ენერგორესურსების შესყიდვას

მიუხედავად არაერთი სანქციისა თუ დასავლეთის მიერ იმპორტის შეზღუდვისა, რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან 100 დღეში 97.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო წიაღისეული საწვავის ექსპორტით, 1 დღეში საშუალო შემოსავალი კი 977 მილიონი დოლარი იყო.

ეს შემოსავალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთის სამხედრო აგრესიის დაფინანსებაში. ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც რუსული ენერგომატარებლების შესყიდვას აგრძელებენ, შემდეგნაირად გამოიყურება:

ppp-1656921878.png

წყარო: Centre for Research on Energy and Clean Air (CREA).

 

როგორც გრაფიკიდან ჩანს, რუსული ენერგომატარებლების უმსხვილესი მომხმარებელი ჩინეთია – ქვეყანა ყველაზე დიდი რაოდენობით ნედლ ნავთობს ყიდულობს მეზობლისგან. შემდეგ მოდის გერმანია, რომელიც, რუსულ ბუნებრივ აირზე თითქმის 40%-ითაა დამოკიდებული, შემდეგ კი იტალია, რომლის რუსეთიდან იმპორტშიც ასევე უდიდესი წილი აქვს ნედლ ნავთობს.

რაც შეეხება უმსხვილეს შემსყიდველებს რესურსების მიხედვით, რუსეთისგან ყველაზე მეტ ქვანახშირს იაპონია, ნიდერლანდები და ჩინეთი ყიდულობენ, გათხევადებულ ბუნებრივ აირს – საფრანგეთი, ბელგია და იაპონია, ნავთობს – ჩინეთი, ნიდერლანდები და იტალია, გაზს კი გერმანია, იტალია და თურქეთი.

pggg-1656921911.png

წყარო: Centre for Research on Energy and Clean Air (CREA).

ევროპაში რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების აღმოფხვრას ისახავენ მიზნად და წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის 90%-ით, გაზის იმპორტის კი ორი-მესამედით შემცირებას აპირებენ. თუმცა ამას არასაკმარისი ალტერნატივები, რესურსები და რეკორდულად გაზრდილი ფასები აფერხებს. სწორედ ამიტომაც, ევროკავშირის წილი რუსეთის მიერ გაყიდულ ენერგომატრებლებში კვლავ მაღალი, 61%-მდეა.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title