ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა

ყაზახეთი მზადაა, თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, იუწყება ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური.

თოყაევმა შეშფოთება გამოთქვა მსოფლიოში ენერგოუსაფრთხოების საფრთხეებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყაზახეთი მზადაა, გამოიყენოს თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო და ევროპის ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.

თოყაევის თქმით, ქვეყანა მოწოდებულია, განავითაროს მდგრადი კავშირები ევროკავშირთან, რომელიც ყაზახეთის მთავარი და მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.

Leave a Reply

Menu Title