ყაზახეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვები გაახანგრძლივა

ყაზახეთმა, ბენზინის, დიზელის საწვავისა და სხვა სახის ნავთობპროდუქტების საავტომობილო გზით ექსპორტზე აკრძალვა, ექვსი თვით გაახანგრძლივა.

კერძოდ, აკრძალვა არ ვრცელდება ყაზახეთიდან საპოხი ზეთებისა და საავტომობილო მანქანების მწარმოებლის მიერ მოწოდებულ გაზის ავზებში, აგრეთვე ცალკეულ კონტეინერებში არაუმეტეს 20 ლიტრი მოცულობის საწვავის ექსპორტზე.

აკრძალვა ძალაში 2022 წლის 12 ივლისს შედის.

ყაზახეთიდან დიზელის საწვავისა და ნავთობპროდუქტების გარკვეული სახეობების საავტომობილო გზით ექსპორტის აკრძალვას ვადა 2022 წლის 21 მაისს ამოიწურა. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ მორატორიუმი კიდევ ექვსი თვით გაგრძელდება.

 

Leave a Reply

Menu Title