ყაზახეთის ნავთობის ერთ-ერთ უდიდეს საბადოზე აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

ყაზახეთში, ერთ-ერთ უდიდეს საბადოზე – “თენგიზში” აფეთქება მოხდა.

Forbes-ის ცნობით, ადგილზე ჰიდრავლიკური ცდები მიმდინარეობდა და ერთ-ერთმა მილმა წნევას ვერ გაუძლო.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად, ორი მუშა დაიღუპა და სამი დაშავდა.

“თენგიზის” ნავთობისა და გაზის საბადო ერთ-ერთი უდიდესია ყაზახეთში, მისი ნავთობის მარაგი 3,2 მილიარდ ტონას შეადგენს.

საბადოს ამუშავებს Tengizchevroil, რომელშიც შედის Chevron-ი, Exxon Mobil Kazakhstan Ventures Inc-ი, ყაზახეთის ეროვნული კომპანია KazMunayGas-ი და LUKArco.

Leave a Reply

Menu Title