OPEC-ის ქვეყნებმა ივნისში კვლავ არ შეასრულეს ნავთობის მოპოვების აღდგენის გეგმა

ოპეკის ქვეყნებმა 2022 წლის ივნისში ნავთობის მოპოვება გაზარდეს 234 ათასი ბარელიდან დღე/ღამეში – 28,716 მლნ ბარელამდე დღე/ღამეში, ნათქვამია OPEC ივლისის ანგარიშში. ამავდროულად, OPEC+-ის შეთანხმებაში მონაწილე ოპეკის 10 ქვეყანამ (ყველა ირანის, ლიბიისა და ვენესუელას გარდა) გაზარდა ნავთობის მოპოვება ივნისში 267 ათასი ბარელიდან  24,807 მილიონი ბარელამდე დღე/ღამეში. იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

თუმცა, ეს მოცულობები OPEC+-ის შეთანხმებით ივნისისთვის დადგენილ ზრდის ტემპებზე ნაკლები აღმოჩნდა. ამრიგად, ვენის შეთანხმების ქვეყნებს, შეთანხმებების მიხედვით,შეეძლოთ ივნისში 432 ათასი ბარელით დღე/ღამეში გაეზარდათ ნავთობის მოპოვება.

ანგარიშის მიხედვით, ივნისში ნავთობის მოპოვებამ საუდის არაბეთში (OPEC-ში ნავთობის უდიდესი მწარმოებელი) შეადგინა 10,585 მილიონი ბარელი დღე/ღამეში.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის 13 წევრიდან 10 მონაწილეობს OPEC+-ის შეთანხმებაში ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ, რადგან ირანი, ლიბია და ვენესუელა თავისუფლდებიან შეზღუდვებისგან.

Leave a Reply