გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში, მდინარე ძირულას დაბინძურების შესახებ გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, საქმის წარმოება დაიწყო

სოციალურ ქსელში მდინარე ძირულას დაბინძურების შესახებ გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის წარმოება დაიწყო. აღებულია წყლის სინჯები და დახოცილი თევზის ნიმუშები. უწყებაში აცხადებენ, რომ მდინარის დაბინძურება შესაძლოა ბეტონის საწარმოს უკავშირდებოდეს.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ დაწყებულია ბეტონის საწარმოს ინსპექტირება. ლაბორატორიული კვლევების პასუხების მიღებისა და ინსპექტირების დასრულებისთანავე, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

Leave a Reply

Menu Title