გერმანულმა Uniper-მა უარყო გაზპრომის მოთხოვნა ფორსმაჟორზე

რუსული ბუნებრივი აირის გერმანიის უმსხვილესმა იმპორტიორმა Uniper-მა განაცხადა, რომ მიიღო წერილი “გაზპრომისგან”, რომელშიც ნათქვამია, რომ გაზის მიწოდების გარანტირებას ვერ შეძლებს. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იუწყება.

გერმანულმა კომპანიამ პრეტენზია ოფიციალურად უარყო, როგორც უსაფუძვლო.

Uniper-მა არ გაასაჯაროვა წერილის შინაარსი, მაგრამ სააგენტოს წყარომ განმარტა, რომ ფორსმაჟორი დაკავშირებული იყო Nord Stream 1 მილსადენით მიწოდებასთან. ივნისის დასაწყისში, “გაზპრომმა” გამოაცხადა ამ მილსადენით საწვავის ამოტუმბვის შემცირება, Siemens-ის მიერ ბუნებრივი აირის სატუმბი ნაწილების შეკეთების შეფერხების მიზეზით – ისინი კანადაში იყვნენ ჩარჩენილი სანქციების გამო.

Leave a Reply

Menu Title