კახა კალაძე: ყაზტრანსგაზთან მოლაპარაკებები მალე დასრულდება

კახა კალაძე: ყაზტრანსგაზთან მოლაპარაკებები მალე დასრულდება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფიქრობს, რომ ყაზტრანსგაზთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მალე დასრულდება.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

“ყაზახური მხარე იყო ჩამოსული. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დასრულდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ყაზახურმა მხარემ, საქართველოს მთავრობას საპრეტენზიო წერილით მიმართა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ყაზტრანსგაზი საარბიტრაჟო საქმიანობის დაწყებას აპირებდა.

“ყაზტრანსგაზი იწყებს წინასაარბიტრაჟო პროცესს ქართული მხარისგან ინვესტიციების დასაბრუნებლად. საუბარია კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისში განხორციელებულ ინვესტიციებზე”, ნათქვამია ყაზტრანსგაზის ოქტომბრის განცხადებაში.

Leave a Reply

Menu Title