ელექტრო მანქანების მწარმოებლების ყველაზე დიდი გამოწვევა ლითიუმია

ილონ მასკი ინვესტორებს მოუწოდებს, რომ უფრო მეტი ინვესტიცია ჩადონ ლითიუმის მოპოვებაში, ვინაიდან მოვერცხლისფრო მეტალი გადამწყვეტი ნაწილია ელექტრო მანქანის ელემენტებისთვის; მან ასევე განაცხადა, რომ მეტალზე ფასი „სასწაულად“ არის მომატებული და ვინც ამ ბიზნესში ჩაერთვება მას უბრალოდ „ლიცენზია ექნება ფულის დასაბეჭდად“- ნახსენებია Business Insider- ის სტატიაში.

კომპანია mckinsey-ს მკვლევარებზე დაყრდნობით, მარტის დასაწყისში ლითიუმზე ფასი 550%-ით არის გაზრდილი, გასულ წელთან შედარებით. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მეტალზე მოთხოვნა უფრო მეტი იქნება, ვიდრე მიწოდება და მსგავსი მდგომარეობა შეიძლება შენარჩუნდეს 2030 წლამდე. – აცხადებენ S&P Global Commodity Insight-ში.

ზემოხსენებულმა არასტაბილურმა გარემოებამ მწარმოებლებს შორის კონკურენცია გაზარდა და სწორედ ამიტომ, მათ უწევთ უზრუნველყონ და შეინარჩუნონ თავიანთი მომწოდებლები. Business Insider- ის სტატიაში ასევე ნახსენებია, რომ კომპანია Ford-მა შეთანხმება გააფორმა რამდენიმე ლითიუმის კომპანიასთან, რომლებიც საშუალებას მისცემენ ზემოხსენებულ კომპანიას მიაწოდონ შესაბამისი რაოდენობის მეტალი 600,000 ელექტრო მანქანის შესაქმნელად.

კომპანია Tesla-ში განაცხადეს, რომ აპირებენ უშუალოდ პროცესში ჩართვას. „ჩვენ ვმუშაობთ ლითიუმის გადამუშავებაზე რადგან საუკეთესო გზა პროცესის დასაჩქარებლად, უშუალოდ ამ პროცესში ჩართვაა“.

წყარო: Business Insider

Leave a Reply

Menu Title