„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადადება და ბუნებრივი გაზის ფასების დადგენის გაუმჭვირვალობა – 2021 წლის ინდექსის შედეგები

უკრაინულმა ანალიტიკურმა ცენტრმა DiXi Group, WEG და მოლდოვის და რუმინეთის პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ენერგეტიკის სექტორის გამჭვირვალობის 2021 წლის ინდექსის შედეგები გამოაქვეყნა.

ინდექსი აფასებს საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და რუმინეთის ენერგეტიკის სექტორების გამჭვირვალობას. შედეგების მიხედვით, აღნიშნული ქვეყნების ენერგეტიკის სექტორები საშუალო ან კარგი გამჭვირვალობით ხასიათდებიან. პირველ ადგილზეა რუმინეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა (სარეიტინგო ქულა 80, B+ 100-დან), შემდეგ მოდის უკრაინა (69, C+), საქართველო (61, C საშუალო გამჭვირვალობა), და მოლდოვა (55, C-). აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, გამჭვირვალობა მცირედით, მაგრამ მაინც გაუმჯობესდა (2 დან 9 ქულამდე).

ინდექსი აფასებს გამჭვირვალობას შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: ენერგეტიკული ბალანსები, ბუნებრივი მონოპოლიებისა საქმიანობისა და, ენერგიის მიწოდებისა და მოხმარების საკითხების გამჭვირვალობა, ანგარიშგების, პოლიტიკის შემუშავების პროცესისა და საჯარო უწყებების საქმიანობების გამჭვირვალობა.

შედეგების მიხედვით, საქართველოში გამჭვირვალობის კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ენერგეტიკული სტატისტიკის გამოქვეყნებას. მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ პრობლემურია ენერგეტიკული ბაზრების გახსნის საკითხები, ელექტროენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება რამდენიმეჯერ გადაიდო, გაზის ბაზრის ჩამოყალიბება კი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. მოსახლეობას არ აქვს ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის არჩევის შესაძლებლობა, ენერგეტიკული კომპანიების ანგარიშები ხშირად არ არის ხელმისაწვდომი, პრობლემურია კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი გაზის ფასების დადგენის გამჭირვალობის საკითხი.

„პოლიტიკის დაგეგმვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხები გაუმჯობესებას საჭიროებს. არ მიმდინარეობს ენერგეტიკის პოლიტიკისა და სტრატეგიული დოკუმენტების მონიტორინგი და შესრულების ანგარიშების წარმოება. არ არსებობს სახელმწიფო დახმარების მიმღები პროექტების (State aid) რეგისტრი და არ ქვეყნდება წლიური ანგარიშები.

ენერგეტიკა კომპლექსური დარგია, სადაც პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესები იკვეთება. გამჭვირვალობის, მკაცრი რეგულირებისა და კონტროლის გარეშე, ენერგეტიკის სექტორი შეიძლება გახდეს მოწყვლადი გარე საფრთხეების მიმართ. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთთან არიან დაკავშირებული ენერგეტიკული პროექტებითა თუ ვაჭრობით და მუდმივად აქვთ კორუფციული გარიგებების საფრთხე.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title