სატვირთო მანქანების მწარმოებელი VOLVO GROUP ბატარეების ქარხნის აშენებას გეგმავს

შვედური სატვირთოების მწარმოებელი Volvo Group ბატარეების მასშტაბური ქარხნის აშენებას გეგმავს.

Reuters-ის ინფორმაციით, მშენებლობის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და ის 2030 წლისთვის დასრულებული იქნება. Volvo Group-ში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ერთგვარად ტრანსპორტიდან ნულოვანი ემისიის ტრანზიციის პროცესისთვის მზადებაა. კომპანიას ბატარეებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება სურს.

“ბატარეებზე დღეს ჩვენი მომხმარებლებისგან მზაობა უკვე ძალიან დიდია. გვაქვს ამბიცია, რომ 2030 წლისთვის ჩვენი გაყიდული პროდუქციის მინიმუმ 35% ელექტრო იყოს”,- განაცხადა Volvo Group-ის CEO-მ მარტინ ლუნდშტედტმა.

Reuters-ის ცნობით, ბატარეები მორგებული იქნება კომერციულ სატრანსპორტო საშუალებებზე, როგორიცაა სატვირთო მანქანები, ავტობუსები, სამშენებლო აღჭურვილობა და სხვ.

Volvo Group-ში ზუსტი ინვესტიციის შესახებ არ საუბრობენ, თუმცა განმარტავენ, რომ მშენებლობის პროცესი პარტნიორ კომპანიებთან ერთად წარიმართება.

Leave a Reply

Menu Title