IAEA: რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური წყობიდან სრულად გამოვიდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური “წყობიდან სრულად გამოვიდა”.

რაფაელ გროსის თქმით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს აუცილებლად სჭირდება დათვალიერება, შემოწმება და შეკეთება.

“თვალწინ გვაქვს ისეთი ქმედებების სია, რომელიც არასდროს, არცერთ ელექტროსადგურში არ უნდა ხდებოდეს”. – აღნიშნა გროსმა.

ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი ელექტროსადგური საბრძოლო ველთან საფრთხისშემცველად ახლოს მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ოკუპირება მარტში მოახდინეს, სადგურში ამ დრომდე უკრაინელი რეგულარული თანამშრომლები მუშაობენ. თუმცა, რუსული ჯარის ადგილზე ყოფნის გამო ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა შეუძლებელია.

“სიტუაცია ძალიან არამდგრადია. დარღვეულია ატომური უსაფრთხოების ყველა ნორმა, არაერთი გზით და არ შეიძლება ამის გაგრძელება დავუშვათ”. – თქვა გროსმა.

წყარო: tabula.ge

Leave a Reply

Menu Title