აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანი ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებით დაინტერესებული არ არის?

ივლისის დასაწყისში, როდესაც მესამედ შეწყდა ყაზახური ნავთობის ექსპორტი რუსეთის გავლით, ყაზახეთმა მოახდინა ყველა რესურსის მობილიზება ნავთობის ტრანსპორტირების ალტერნატიული გზების მოსაძებნად.

მას შემდეგ, პრეზიდენტის კასიმ-ჟომარტ ტოკაევის სახელით, ყაზახეთის მთავრობის წამყვანი ექსპერტები ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობენ, ერთ-ერთი შესაძლო მარშრუტად აზერბაიჯანი სახელდება.

შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში ნოვოროსიისკის საქალაქო სასამართლომ 30 დღით შეაჩერა კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მუშაობა, რომელიც ყაზახეთის ნავთობის 78,5 პროცენტის ტრანსპორტირებას ახორციელებს.

რუსეთმა გადაწყვეტილება შეცვალა მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც ყაზახეთმა, CPC-ის შეჩერების მიზეზებს “დაუჯერებლად” და “საეჭვოდ” მიიჩნია, დაიწყო ალტერნატიული მარშრუტების აქტიურად ძებნა. მიუხედავად ამისა, რომ ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება ნოვოროსიისკის გავლით მალევე განახლდა.

აღსანიშნავია, რომ 1500 კილომეტრის სიგრძის მთავარი მილსადენი დასავლეთ ყაზახეთის საბადოებს შავი ზღვის რუსეთის სანაპიროსთან აკავშირებს, სადაც ნავთობი ტანკერებს საზღვაო ტერმინალის გავლით მიეწოდება. CPC-ის (კასპიის მილსადენის კონსორციუმის) უმსხვილესი აქციონერები არიან რუსული კომპანია Transneft (24%) და ყაზახური KazMunayGas (19%).

Transneft არის ნავთობსადენის კომპანია, ნავთობსადენების და ნავთობპროდუქტების მილსადენების ოპერატორი, რომელსაც აკონტროლებს რუსეთის მთავრობა. კონსორციუმის მფლობელები არიან ასევე პროფილური კომპანიები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და იტალიიდან.

დღეს ნახშირწყალბადების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე განხილული თემა ყაზახეთის მიერ ნავთობის ექსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტების ძიებას უკავშირდება. ყაზახეთისა და რუსეთის დარგის ექსპერტებმა განიხილეს ეს საკითხი დისკუსიის დროს თემაზე „ყაზახური ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაცია. აქვს თუ არა CPC-ს ალტერნატივა?“. განხილვა მოეწყო საწვავის და ენერგეტიკულ კომპლექსში ტექნოლოგიების განვითარების რუსული ინსტიტუტის ონლაინ პლატფორმაზე.

კერძოდ, პლატფორმაზე ფართოდ განიხილეს ყაზახური ნავთობის აზერბაიჯანის გავლით ტრანსპორტირების შესაძლებლობა.

ყაზახი ექსპერტი, საავტორო გადაცემის „ბაიდილდინოვი. ნავთობი“ («Байдильдинов. Нефть») ოლჟას ბაიდილდინოვის თქმით, წარსულში აზერბაიჯანის გავლით მარშრუტს, რომელსაც „ყაზახეთის კასპიის სატრანსპორტო სისტემას“ ეძახდნენ, უპირველეს ყოვლისა “თენგიზის” საბადოდან ნავთობის ექსპორტი უნდა უზრუნველყო.

უფრო მეტიც, ამ პროექტის განხორციელება მოიცავდა რამდენიმე სეგმენტს – ესკენე-კურიკის ნავთობსადენის მშენებლობას, ტრანსკასპიურ განშტოებას კურიკიდან ბაქომდე, ბაქოს ინფრასტრუქტურას, რათა უზრუნველყოს ყაზახური ნავთობის მიწოდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, ასევე სპეციალური ტანკერების ფლოტის და ორი სპეციალიზებული ტერმინალის შექმნა ყაზახეთსა და აზერბაიჯანში, რომელსაც შეუძლია წელიწადში 25-დან 38 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავება.

სისტემა, რომელში ინვესტიცია 1,4 მილიარდ დოლარამდე იყო მოსალოდნელი, 2014 წლისთვის უნდა ამოქმედებულიყო. 2008 წლის ბოლოს, პროექტის განხორციელების მოლოდინის გარეშე, “თენგიზის” ოპერატორმა Tengizchevroil (TCO) მოაწყო ნავთობის მიწოდება ამ მარშრუტზე, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მან უარი თქვა ექსპორტზე.

”იყო ბევრი კითხვა ნავთობის ხარისხთან დაკავშირებით”, – იხსენებს ბაიდილდინოვი. ”აზერბაიჯანს არ სურდა თავისი Azeri Light (ეს კლასი იწარმოება აზერი-ჩირაგ-გუნეშლის საბადოების განვითარების კონტრაქტით და იტუმბება BTC-ით) ყაზახურ ნავთობთან შერევა.

ვინაიდან Azeri Light ახლა ბრენტის პრემიაზე ვაჭრობს, თუ რუსული ურალი და ჩვენი ნავთობი ივაჭრება მინუს 20-30 დოლარად, მაშინ აზერბაიჯანის ნავთობი არის პლუს 5-7, ზოგჯერ მეტიც. ტრანსპორტის ტარიფებზეც ვერ შეთანხმდნენ – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი “თენგიზს” უფრო ძვირი ujdebodaT, რაც აღიარეს Tengizchevroil  აქციონერებმა, რომლებმაც საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება CPC-ის სასარგებლოდ”, – ამბობს ბაიდილდინოვი

თავის მხრივ, IRTTEK მედია ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი კოპტევი თვლის, რომ არსებობს რეალური ვარიანტები კასპიის გავლით ნავთობის ტრანსპორტირების გაზრდის მატერიალური კაპიტალური ხარჯების გარეშე.

კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სიმძლავრეები, ისევე როგორც ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, რომელმაც შეაჩერა ექსპლუატაცია წელს, ბოლო პერიოდში 100 პროცენტით არ გამოიყენება – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის წლიური საპროექტო სიმძლავრე 50 მილიონი ტონაა. 2021 წელს ამოტუმბვა დაფიქსირდა 26,5 მლნ დონეზე, ხოლო ბაქო-სუფსის ნავთობსადენით, წლიური სიმძლავრით 7,2 მლნ ტონა – მხოლოდ 4,2 მლნ ტონა ნავთობის დონეზე.

„ანუ თუ ამ მილსადენების თავისუფალ სიმძლავრეს გამოვიყენებთ, ახალი მილების მშენებლობის გარეშეც შეგვიძლია. მაგრამ აქ ორი მნიშვნელოვანი პრობლემაა: ნავთობის ხარისხი, რაზეც სხვა ექსპერტებმა ისაუბრეს, ასევე ტანკერების ფლოტის მშენებლობა და არაღრმა წყლის პირობებში მისი გამოყენების საკითხები“, – აღნიშნა კოპტევმა.

ოლჟას ბაიდილდინოვმა ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ კასპიის ზღვის გავლით დიდი მოცულობის ნავთობის ტრანსპორტირებისას აქტაუსა და კურიკის პორტებიდან შეიძლება შეგხვდეთ პრობლემები განუვითარებელ ინფრასტრუქტურასთან და ამ მიზნებისათვის საჭირო ტანკერების ფლოტის ნაკლებობასთან.

მისი თქმით, კასპიის ზღვის დონის ვარდნა პრობლემას უქმნის დიდი ტევადობის ტანკერების გამოყენებას და საჭიროებს გაწმენდას და 80 კილომეტრიანი არხის შექმნას. ექსპერტების აზრით, ეს სამუშაოები დაახლოებით 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

სხვა ალტერნატიულ მარშრუტებს, მათ შორის ირანულს, ასევე აქვს ნაკლოვანებები. თუმცა, ყაზახეთის მთავრობა თვლის, რომ ნავთობის ტრანსპორტირების ალტერნატიული მიმართულებების ძიება აქტუალური რჩება.

„ყაზახეთს აუცილებლად მოუწევს ნავთობის მომარაგების დივერსიფიკაციის საკითხების გადაჭრა მისი წარმოების ზრდის გამო“, განუცხადა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ბოლატ აკჩულაკოვმა ინტერფაქსის კორესპონდენტს.

„ჩვენ განვიხილავთ მარშრუტებს ჩინეთისკენ, კასპიის ზღვის გავლით და საზღვაო გზით ირანამდე“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, 2024 წლის შუა რიცხვებისთვის ყაზახეთი ნავთობის მოპოვების წლიურ ზრდას 100 მილიონ ტონამდე ელის.

„ამიტომ, ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს საქმე ჩვენი სატრანსპორტო შესაძლებლობების გაზრდის საკითხებთან. მიუხედავად იმისა, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმი არის ყველაზე ეკონომიური მარშრუტი, ყაზახეთის ნავთობის მზარდი მოცულობები უნდა დივერსიფიცირებული იყოს სხვა მარშრუტებზე.

ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება: აღმოსავლეთით (ჩინეთი) და კასპიის გასწვრივ, თუ ჩვენი პარტნიორები დათანხმდებიან ნავთობის ასეთი მოცულობის შეძენას. ასევე არის ირანის ზღვით მიწოდების შესაძლებლობა, მაგრამ აქ საუბარია მცირე მოცულობებზე – წელიწადში დაახლოებით ხუთ მილიონ ტონაზე“, – აღნიშნა აკჩულაკოვმა.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply

Menu Title