ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება

ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება. ამის შესახებ გამოცემა Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ვენაში მოლაპარაკებებს დიპლომატები შეერთებული შტატებიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან დაესწრებიან.

პროცესში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირიც, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს.

Leave a Reply

Menu Title