დაკარგავს თუ არა საქართველო აზერბაიჯანულ გაზს?!

„ავი ძაღლის პრინციპით“ – გაზპრომი ჭარბ გაზს წვავს

მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობას მთლიანად შეუწყვიტა, ხოლო დარჩენილ კლიენტებს ევროკავშირში გაზის მომარაგებაზე ფორს–მაჟორი გამოუცხადა, გაზპრომმა ჭარბი გაზის დაწვა სამრეწველო მასშტაბებში დაიწყო. ამის შესახებ ფინური მედია თვითმხილველებსა და NASA-ზე დაყრდნობით წერს.

მედიის მონაცემებით, გიგანტური ცეცხლის ალი თვენახევარია არ ქრება რუსეთ–ფინეთის საზღვართან, სადაც ჩრდილოეთის ნაკადის ტურბინებია დამონტაჟებული. ცეცხლი აქ 17 ივნისს შენიშნეს, მესამე დღეს მას შემდეგ, რაც გაზსადენზე სიმძლავრე ჯერ 40%–ით, შემდეგ კი ერთი მესამედით შემცირდა. გაზპრომს ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენი დღეს მხოლოდ 20%–ით აქვს დატვირთული.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply

Menu Title