რა შემოსავალი დაკარგა რუსეთმა ივლისში ნავთობისა და გაზის სექტორიდან?

სახელმწიფო ხაზინის ნავთობისა და გაზის დამატებითი შემოსავლების მოცულობა 74,7 მილიარდი რუბლით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, იუწყება რუსეთის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ელოდა, რომ ივლისში ქვეყნის ბიუჯეტი 259,1 მილიარდ რუბლს მიიღებდა, მაგრამ შედეგი თითქმის 30%-ით უარესი აღმოჩნდა.

მონაცემების მიხედვით, ეს გამოწვეულია რუსული Urals კლასის ნავთობის ფასების დაცემით.

ივლისში რუსული ხარისხის Urals ნავთობის საშუალო ფასი 78,41 დოლარამდე დაეცა ბარელზე, რაც 10,1%-ით დაბალია ივნისის მაჩვენებელზე.

ამავდროულად, ივლისის ბოლოდან გაზპრომმა შეამცირა გაზის მიწოდება Nord Stream-ის მეშვეობით მისი გამტარუნარიანობის არაუმეტეს 20%-მდე – არაუმეტეს 33 მილიონი კუბური მეტრი დღიურად დაგეგმილი 167 მლნ-ის ნაცვლად.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply

Menu Title