“მოლდოვა ენერგოდამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ამიტომ, რუსეთში იაფი გაზის სათხოვნელად არ ჩავალთ” – მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი

მოლდოვა ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ამიტომ, ქვეყნის წარმომადგენლები რუსეთში იაფი გაზის სათხოვნელად არ ჩავლენ და არც დათმობებზე წავლენ, – განაცხადა ქვეყნის ვიცეპრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ანდრეი სპინუმ.

მოლდოვას ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა სააგენტომ (ANRE) გაზის ახალი ტარიფი დაამტკიცა, რომელიც 23,6%-ით არის გაზრდილი. თუმცა, „მოლდოვაგაზის“ ხელმძღვანელმა, ვადიმ ჩებანმა განაცხადა, რომ ახალი ტარიფი არ ფარავს გაზის ყიდვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს, ამიტომ, კომპანია იძულებულია, „გაზპრომს“ აგვისტოსთვის გადასახადის გადადება სთხოვოს.

„როგორ ფიქრობთ, თუ 10-ჯერ ჩავალთ მოსკოვში, სიტუაცია შეიცვლება? მაია სანდუ თუ მე კიდევ 10-ჯერ რომ ჩავიდეთ მოსკოვში? სიტუაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ იქნება გარკვეული მოთხოვნები. მინდა, ვკითხო აუდიტორიას, არიან თუ არა ისინი მზად დათმობებისთვის? ახლა ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლობისთვის რეალური ბრძოლა”, – თქვა სპინუმ ტელეკომპანია Jurnal TV-ის ეთერში.

წყარო: kvira.ge

Leave a Reply

Menu Title