საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

„კლების ტენდენცია გრძელდება“ – რას ამბობენ ნავთობიმპორტიორები საწვავის გაიაფებასთან დაკავშირებით?

„ვისოლ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი „ბიემჯისთან“ საუბარში ამბობს, რომ 1-ელი აგვისტოდან დიზელის ტიპის საწვავზე ფასების კორექტირება განხორციელდა და 10 თეთრით შემცირდა.

ხორავას თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში ბენზინზე ფასების გაიაფება მოხდება.

„გაკეთდა 10 თეთრიანი კორექტირება დიზელის ფასთან დაკავშირებით, უფრო დიზელის ფასის კორექტირება მოხდა შემცირების კუთხით, თუმცა ჩვენ აგვისტოს შემდეგ დღეებში გადავხედავთ როგორც დიზელზე, ასევე, ბენზინზე. 

ირველ ეტაპზე მაინც ვფიქრობთ, რომ 10 თეთრიანი ნიშნული გაკეთდა პირველ აგვისტოს და ვფიქრობთ აგვისტოს მიმდინარე დღეებშიც კი მოხდება დიზელზე ფასის კორექტირება, ხოლო შემდეგ ეტაპზე ბენზინზე განხორციელდება ფასების შემცირება. თუ გადავხედავთ მიმდინარე პერიოდში როგორ ხდება, ეს არის ის, რომ 2-3 კვირის განმავლობაში აისახება საერთაშორისო ბაზარზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით შიდა ბაზარზე ფასების ცვლილება“, – აცხადებს ხორავა. 

„სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ ფასები უკვე დაახლოებით 30-40 თეთრითაა დიზელზე შემცირებული.

„დღეისათვის დიზელზე ფასები 30-40 თეთრი არის შემცირებული. ასევე, 20-30 თეთრით შემცირება მოხდა ბენზინის საწვავზე. ეს ტენდენცია ჯერჯერობით გრძელდება და ყოველდღიურად ხდება საბითუმო ბაზარზე ფასების კლება. 

შესაბამისად, რაღაც პერიოდის შემდეგ თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, უნდა ველოდოთ ფასების კლებას. დეფიციტის თემაში დადებითი როლი ითამაშა თურქმენეთიდან შემოსულმა დიზელის საწვავმა, ვინაიდან საერთაშორისო ბაზარზე ფასები დაეცა, შესაბამისად შესაძლებელი გახდა თურქმენეთიდან დიზელის შემოტანა და დღეს დღეობით დეფიციტი აღარ არის“, – აცხადებს ზაალ იაკობიძე. 

ამასთან, „ნავთობიმპორტიორების კავშირის ხელმძღვანელი“ ვანო მთვრალაშვილი „ბიემჯისთან“ ადასტურებს, რომ ბრენდირებულ საწვავზე ფასების კლება დაიწყება.

„უახლოეს პერიოდში, ჩემი ინფორმაციით, ეს პროცესი გაგრძელდება როგორც დიზელის საწვავზე, ასევე, უშუალოდ ბენზინის საწვავთან მიმართებით და ყველა კატეგორიის ბენზინის საწვავს შეეხება. რაც შეეხება საშუალო და მცირე ქსელებს, ე.წ. არაბრენდირებულ გასამართ სადგურებს, აქაც ვხედავთ, რომ ფასები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მაგალითად, რეგულარის ტიპის საწვავი 3 ლარი და 5 თეთრია და, ასევე, დიზელის საწვავზეც 15-20 თეთრიანი კლება ხდება.

პროცესი, რომელიც გლობალურ ბაზრებზე ვითარდება ბოლო პერიოდში, ეს დადებითი პროცესია, მისი გავლენა ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე ეტაპზე უკვე ასახულია. რა თქმა უნდა, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება“, – აცხადებს მთვრალაშვილი. 

წყარო: pia.ge

Leave a Reply

Menu Title