გაუსაძლისი სიცხის გამო, ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის 50 პროვინციიდან 38-ში საფრთხის ყვითელი და ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა

ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის 50 პროვინციიდან 38-ში საფრთხის ყვითელი და ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა. მიზეზი გაუსაძლისი სიცხე გახდა, რომელსაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის ცენტრალურ, დასავლეთ და სამხრეთ რაიონებში 40 გრადუსს აღწევს.

რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა გერმანიაში. აუტანელი სიცხისგან თავის დასაცავად ქალაქის პარკებს აფარებენ თავს ბერლინის მცხოვრებლებიც. შადრევნებთან და აუზებთან ხალხმრავლობაა.

Leave a Reply

Menu Title